00:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 10:12:08, 2131 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ პრეზიდენტთან ერთად ანრი მაჭავარიანის გამოფენა დაათვალიერა

შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში,  ბათუმის ხელოვნების მუზეუმში    საფრანგეთში მცხოვრები,  ცნობილი ქართველი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ხელოვანის გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ასევე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

 მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი ევროპის სარეკლამო ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში ხელოვანის ხელწერით შექმნილი ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები  პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებს ამშვენებდა,  რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში გავმართე ეს გამოფენა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს ჩემს პერსონალურ გამოფენაზე. დიდი მადლობა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის წყალობითაც მე მომეცა საშუალება, რომ გამემართა ჩემი გამოფენა აქ, ბათუმში. მინდოდა ჩემი ყველა ძვირფასი ნახატი გამომეფინა. გამოფენის სათაურია "ნახატების სიყვარული" და ეს გამოფენა მიმდინარეობდა მუსიკის სიყვარულის ფონზე, რომელიც ფესტივალის დროს ჩვენ ვიხილეთ ბათუმში." - აღნიშნა ანრი მაჭარიანმა.

ექსპოზიცია "ნახატების სიყვარული"  იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "Batumi Blek Sea Musicand Art Festival"-ის ფარგლებში გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics