2019-09-06 14:30:05, 2725 ნახვა
სამართალი
გვარამია: 6 საათზე დამიბარეს პროკურატურაში - რა საამურია დემოკრატიაში ცხოვრება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება.
როგორც გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, უწყებაში 18:00 საათზეა დაბარებული.
„დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.
რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში.
ps მთავარი არხი მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. უწყება გვარამიასთან ერთად, ბრალდებას ტელეკომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილსაც წარუდგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,