|
2019-09-05 19:54:33, 662 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი: შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი და შედეგად წელს 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. „არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ,,მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით. ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სიტყვის გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსავლის ხარისხს და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, მკაცრად გააკონტროლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის კუთხით გაზრდილ ინსპექტირებასა და შემცირებულ დარღვევებზე.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)