2019-09-04 10:10:57, 1553 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრის, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურა 16:00 საათზე გაიმართება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საბჭოს ვებ-გვერდზე.
იხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ქულები
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან