|
2019-08-23 15:47:53, 1247 ნახვა
რეგიონი
შუახევში „სოფლის მხარდამჭერის პროგრამაზე“ 760 000 ლარი დაიხარჯება
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფელ თერნალში ბეტონის საფარი მოეწყო. ბეტონის საფარი შიდა სასოფლო გზის 90 მ პრობლემურ მონაკვეთებზე დაიგო, რისთვისაც 7 099 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს შპს „ზურა-2012“ ასრულებდა. მიზნობრივი პროგრამის განსახორციელებლად სოფელზე 10 000 ლარია გათვალისწინებული. მოსახლეობის გადაწყვეტილებით თერნალში გარე განათების ქსელიც მოეწყობა. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდამჭერის პროგრამაზე“ 760 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით 68 დასახლებულ პუნქტში 88 ინფრასტრუქტურული სამუშაოა დაგეგმილი. პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩა. მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების, გზებისა და ხიდების მოწესრიგება, გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნების, სკვერების მოწყობა და სხვა ღონისძიებები დაისახა.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)