|
2019-08-22 10:48:02, 683 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - მწვანე ეკონომიკა ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია
ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც 22 აგვისტოდან ელექტრო მობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ბათუმის ბულვარში პროექტი პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ. „ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტი არის მწვანე ეკონომიკა. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მომავლის ეკონომიკა, ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით, კიდევ უფრო უკეთესი გახადოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ პრემიერს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აიქარმა ბათუმში 20 ერთეული Renault – ის მარკის Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი შემოიყვანა. სერვისის გასამართად ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 8, ქობულეთში კი - 2 ელექტროგასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა. ელექტრო მობილებით გადაადგილება სარფი - ურეკის არეალში იქნება შესაძლებელი. მათი დაჯავშნა და დატოვება კი, მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში. წლის ბოლომდე თბილისსა და ბათუმში უკვე არსებულ ელექტრო გასამართ სადგურებს რამდენიმე ათეული დაემატება და მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)