22:51 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 13:12:36, 757 ნახვა

რეგიონი
გუგუტიანთკარში დიპლომატები იმყოფებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს,  დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

ადგილზე რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება.

ელჩებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცნობენ არსებულ ვითარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით,  აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინტენსიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს.

შეგახსენებთ, რომ  15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics