2019-07-24 12:59:29, 1563 ნახვა
ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე - საწვავი საერთაშორისო ფასებისა და ლარის კურსის გამო ძვირდება
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის გაძვირების მიზეზებს განმარტავს.
ბიზნესმენის განცხადებით, საწვავი ლარის კურსისა და საერთაშორისო ფასების გამო ძვირდება.
„მიზეზია საერთაშორისო ფასების ზრდა, Platts-ის, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასწარმოქმნას განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერ ქვეყანაში და მეორე, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურად აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან