00:11 - 16 Nov, 2026
|
2019-06-13 17:07:58, 847 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ოლადაურში ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ოლადაურში იმყოფებოდა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და ოლადაურის ცენტრის კეთილომწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ოლადაურის ცენტრში მოწესრიგდა გარე განათების კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ფანჩატურსა და მეომრიალს, შეიღება სოფლის სახლის ფასადი , დაეგო ბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებდა. ფრიდონ ფუტკარაძემ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ხარვეზების გამოსწორება დაავალა. მერთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტი საკრებულოს წევრმა გენად მიქელაძემ და მერის რწმუნებულმა ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ფუტკარაძემ დაათვალიერეს.
(NS)
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



