12:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 18:33:07, 1504 ნახვა

რეგიონი
მოსწავლეს, რომელიც მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, გარყვნილი საუბარი ჩაწერილი ჰქონდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, 13 წლის მოსწავლეს, რომელიც 82 წლის მასწავლებელს სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებს, გარყვნილი საუბარი ჩაწერილი ჰქონდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა.

მათივე ცნობით, ისტორიის მასწავლებელი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც „კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა“.

„დაბარებული ჰყავდა, რომ ამა და ამ დღეს მოდი და მე შენ მოგიყვები რაღაცას და ის რაღაცა არავინ არ ვიცოდით რა იქნებოდა და რაზე იქნებოდა საუბარი. თავის განვლილ ცხოვრებას უყვებოდა, თუ როგორ ჰქონდა ურთიერობა, როდესაც თვითონ იყოს სკოლის დირექტორი მეშვიდე კლასელ მოსწავლესთან. როგორ ჰქონდა სექსუალური ლტოლვა მის მიმართ და აღნიშნა, რომ შენც ასე მომწონარ. ადარებდა, შენსავით მიყვარდა, შენსავით ლამაზი იყო. ფულიც აჩუქა, რომლიც ამოღებულია და პოლიციას გადავეცით“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

თავის მხრივ, „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.

„27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics