|
2019-05-28 15:40:09, 852 ნახვა
რეგიონი
ზაფხულში აჭარაში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს
აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამრომლებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციაში, მომხმარებლის ქცევის მართვა, ეფექტური მომსახურების სპეციფიკა, გაყიდვების ძირითადი პრინციპები და გაყიდვის პროცესის წარმართვა. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ რეგიონში ტურისტული - საინფორმაციო ცენტრების სერვისების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „რეგიონში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი გვაქვს, სადაც ტურისტებს აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტებისა თუ კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. წლის განმავლობაში ცენტრები ჯამში 100, 000-მდე ვიზიტორს ემსახურება. მიმდინარე წლის, 5 თვის ინფორმაციით კი ცენტრების სერვისებით წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა. ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბულვარისა და საბაგიროს ტურისტული ცენტრები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, რათა სტუმრებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლონ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, ცენტრში სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ტურისტული მარშრუტებით, რუკებითა და სარეკლამო მასალებით უფასოდ ისარგებლონ, რაც მათ რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებთ“, - განაცხადა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებზე საუბრისას სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი აქვს. მათ შორის ბათუმის ბულვართან, საბაგიროსთან, სარფის გამშვებ-სასაზღვრო პუნქტზე, ბათუმის აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგები ეტაპოპრივად უტარდებათ.
(NS)
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



