23:31 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 12:12:26, 1022 ნახვა

რეგიონი
„თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“ - მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ

ჭიათურაში 15 მაღაროელი შიმშილობას განაგრძობს. გაფიცულებმა ქალაქის მერიის წინ კარვები გაშალეს. 

ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.

გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

"თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მოთხოვნები ადმინისტრაციას წერილობით უკვე გადაეგზავნა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics