|
2019-05-13 15:18:05, 1390 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენცია გაიმართება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტურიზმის კერძო და საჯარო პირებთან, მოხდა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. „განსაკუთრებით საინტერესოა აჭარის რეგიონისთვის გამოცდილება, რომელიც ვალონიას სოფლად ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, ასევე სერვისის მიწოდებისა და ღონისძიებების მართვის კუთხით გააჩნია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ბელგიური მხარის მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ოფიციალური თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ორ რეგიონს- ვალონიასა და აჭარას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქალაქ ლიეჟში შევხვდით ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელს, რომელმაც სიმენონის უნიკალური ფოტო-არქივის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ფონდი მწერლის მიერ გადაღებული ძველი ბათუმის და ბულვარის უნიკალური ფოტოების მფლობელია, რომელთა მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი. მისი თქმით, ვალონიაში სოფლად არსებული სასტუმრო სახლები, ველო და საფეხმავლო მარშრუტები წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ მოდელს აჭარაში ტურიზმის აღნიშნული მიმართულებების განვითარებისთვის. ბელგიელ ნობელისტ მწერალ ჟორჟ სიმენონთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ფოტო არქივის შექმნას, თემატური გამოფენისა და კონფერენციის, ასევე ბათუმთან დაკავშირებული მწერლების ტურისტული მარშრუტის შექმნას და მასში სიმენონის შეყვანას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
(NS)
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



