22:57 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 12:25:23, 1342 ნახვა

რეგიონი
აჭარას ბელარუსიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ბელარუსული ტურისტული სააგენტოების  წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ისინი შეხვედრებს მართავენ ქართველ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ინფოტურის ფარგლებში ბელარუსმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და ბოტანიკური ბაღი. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საოჯახო ღვინის მარანს ეწვევიან, სადაც ქართულ სამზარეულოსა და ადგილობრივ ღვინოს დააგემოვნებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად ანხორციელებს. წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს ინფო და პრესტურებს, რომლის ფარგლებშიც ბელარუსი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს ამზადებენ, ტურისტული კომპანიები კი ქართულ კომპანიებთან ერთად რეგიონში ბელარუსი ტურისტების შემოყვანას უზრუნველყოფენ. ჯამში, ბოლო ორ წელში, დეპარტამენტის მოწვევით ყველა სამიზნე ქვეყნებიდან აჭარას 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics