|
2019-04-19 14:13:11, 1353 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის სპეციალურ კურსს გადიან
ბათუმში "ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი" სასწავლო კურსი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში რეგიონში მოქმედი გიდები და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ისეთ მნიშვნელოვან თემებს გაეცნობიან, როგორებიცაა საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. სპეციალური კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სიტყვით გახსნა და გიდებისთვის, ტურისტული დიპლომატიის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანია, რომ გიდებმა იმ მილიონობით ტურისტს, რომლებიც ქვეყანას სტუმრობენ სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდონ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. თითოეული საკითხი, რომელსაც ისინი სამი დღის განმავლობაში შეისწავლიან საშუალებას მისცემს მათ ზუსტად იცოდნენ როგორია სახელმწიფოს მიდგომა და საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის, ნატოს, მეზობელ ქვეყნებთან თუ ოკუპაციასთან დაკავშირებით. თითოეული ტურისტი არის ინფორმაციის ექსპორტიორი, გიდები კი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტურისტებთან. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ დავეხმაროთ გიდებს განათლების ამაღლებსა და განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ტურისტების კმაყოფილების დონესა და სწორად ინფორმირებულობაზე,“ განაცხადა სულხან ღლონტმა გიდებთან საუბრისას. ტურისტული დიპლომატიის კურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერაა მომზადებული. ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. ტურისტული დიპლომატია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა და 21 აპრილს დასრულდება. სასაწვლო კურსზე ლექციებს მოქმედი ელჩები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები კითხულობენ. მას დიპლომატიური კორპუსისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან. კურსი უკვე ჩაუტარდა დედაქალში მოქმედ გიდებს. ბათუმის შემდეგ მას ქუთაიში მოქმედი გიდები გაივლიან.
(NS)
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



