|
2019-04-13 14:38:40, 1848 ნახვა
რეგიონი
უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარას ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ისინი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ. უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ბაზარია, საიდანაც მოგზაურების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს უკრაინიდან რეგიონში 44%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ტურისტულის სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს ხშირად სტუმრობენ. 2018-2019 წლებში, ჯამში რეგიონმა სამიზნე ქვეყნებიდან 1000-ზე მეტ ჟურნალისტსა და ტურისტულ სააგენტოს უმასპინძლა.
(NS)
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



