|
2019-03-29 18:35:15, 1595 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში მშენებლობის ახალი ტალღა იწყება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ სხდომა აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე საუბრით გახსნა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში აღმშენებლობის ახალი ტალღა იწყება და ის ამბიციური გეგმა, რომელიც ეხება რეგიონში ინფრასტრუქტურას, ეკონომიკის სისტემურ რეფორმას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას იქნება უპირობოდ, ძალიან კეთილსინდისიერად განხორციელებული. ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსება და საკუთრება არ შეილახება. ,,ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი ეკონომიკის აღმშენებლობის ახალ ტალღას. დავიწყეთ მწვანე ქალაქის პროექტის განხორციელება, ეს იქნება ქალაქი ქალაქში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით. ეს არის აჭარის ისტორიაშია უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქობულეთი გახდეს მარგალიტი შავიზღვისპირეთში და ადგილზე დასაქმდეს 500 ადამიანი. ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაოთხმაგება და ახალი პროექტების პორთფელი ავიყვანოთ ორ მილიარდ ლარზე. ეს კონკრეტული, ეკონომიკური ხედვა, მოგვცემს საშუალებას რეგიონში დასაქმების პრობლემა შევამციროთ 1/3-ით და ინვესტიციების მოცულობა გავზარდოთ 4-ჯერ. საჯარო და კერძო ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ასე რომ, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სიახლეები და მიუხედავად ძალიან ბევრი მითისა, შევძლებთ ჩვენი გეგმები კეთილსინდისიერად შევასრულოთ, ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას და საკუთრებას არ შევეხოთ. ეს არის ჩვენი ხელწერა'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)