|
2019-03-27 18:14:11, 1436 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი შსს-ს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს
პარლამენტში დღეს, სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს, სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოზიტიურად აფასებს უწყებების გადადგმულ ნაბიჯებს და რეკომენდაციების შესრულების ნაწილში განსაკუთრებით აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, რომელთანაც მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არის პროგრესი და შესაბამისად, სხვა უწყებებთანაც იგივე სტილით მუშაობას გეგმავს. „235 რეკომენდაცია მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს ნამდვილად პოზიტიური ტენდენცია გაზიარებული რეკომენდაციების თვალსაზრისით და დღესაც იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი გამოთქვამს ძალიან მტკიცე მხარდაჭერას, რომ ასეთი განხილვები აღარ დარჩეს ფორმალობად. მინდა ნამდვილად პოზიტიურად შევაფასო იმ უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შედეგებსაც დღეს განვიხილავთ. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნავია. ამას ალბათ ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, ორმხრივად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა, სადაც განვიხილავდით ამ რეკომენდაციებს და ასევე, ვცვლიდით ინფორმაციებს და პოზიციებს. შარშან ვთქვი, რომ ჩვენ ვაპირებთ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ უშუალოდ იმ უწყებებთან ვისაც მიემართება ეს რეკომენდაციები, რომ მხოლოდ პარლამენტის ფორმატში არ ხდებოდეს ასეთი ტიპის დისკუსიები და რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამან იმუშავა და ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ იგივე სტილით ვიმუშაოთ ასევე იმ უწყებებთან, რომლებსაც ყველაზე მეტი რეკომენდაციები მიემართებათ ტრადიციულად, ჩვენი მხრიდან, ეს არის იუსტიციის სამინისტრო როგორ პენიტენციალური სისტემის მიმართულებით პასუხისმგებელი პირი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, აქ არიან წარმომადგენლები და იმედია წელს მათთანაც იქნება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
(ns)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)