|
2019-03-27 12:23:16, 1567 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული კადრების Youtube-ზე ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებასთან დაკავშირებით მოზარდია დაკავებული. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. „სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა, უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. რაც შეეხება ინტერესს, არანაირი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა იუთუბზე. ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება. ერთი რამ მინდა ვთქვა რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვაკისრია ჩვენი ვალდებულებები, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ. ეს გავაკეთეთ, გამოვავლინეთ. ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ. სამწუხაროა, რომ ხშირად ისმის საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან და მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მოწოდებები, რომ თითქოს რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს. რომ თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ატვირთვა და აშ. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც კარგად უნდ გააცნობიერონ და საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვან, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ჩადენის წამახალისებელი. მოზარდი გვყავს ახლა ამ საქმეზე დაკავებული, ამ ატვირთვის ფაქტზე. ვთხოვ ყველას, რომ ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავონ. ეს არის დანაშაული გავრცელებაც, შენახვაც, გადაგზავნაც, ატვირთვაც ისჯება. როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას. გამოძიება გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში გამოძიება უკვე გავიდა ერთ ამტვირთავზე. დადგენილია ვინაობა, ამოღებულია მობილური ტელეფონი და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. ალბათ უახლოეს კვირაში, ექსპერტიზა ჩაუტარდება, გვექნება შედეგები და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)