|
2019-03-26 10:06:03, 1374 ნახვა
სამართალი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში არსებულ თავშესაფრის მინიჭების პროცედურასა პოზიტიურად აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორს პასკალ მოროს შეხვდა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელიც დაესწრო.მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს, მათ შორის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა, არსებული საუკეთესო პრაქტიკები და საქართველოს გამოცდილება ამ კონტექსტში. 2018 წელს განხორციელებული სამთავრობო რესტრუქტურიზაციის შედეგად, თავშესაფრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენციაში მოექცა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორმა პასკალ მორომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე პოზიტიურად შეაფასა ის ტენდენცია, რომ საქართველო ავითარებს ამ სისტემას და შინაგან საქმეთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო პრაქტიკა შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესო კომისრის ოფისს (გლუკს) სტრატეგიული პარტნიორობა ორ ათეულ წელზე მეტია აკავშირებთ. მათ შორისაა ლტოლვილთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები. გლუკი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ოპერირებს და წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზეც აქვს. შესაბამისად, მათი წვლილი ჟენევის მოლაპარაკებების მშვიდობიან წარმართვაში მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)