12:37 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 23:11:53, 2238 ნახვა

სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაური მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა ერთისა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი გორის რაიონული სასამართლოდან იუწყება.

კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

“ვრწმუნდებით, რომ ჩვენი საზოგადოება არაა მზად ნაფიცი მსაჯულებისთვის. გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. კიდევ დაგვრჩა წინსვლის თეორიული გზები. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა იმაზე მეტი დრო მოანდომეს ვერდიქტის გამოტანას, ვიდრე ეს გათვალისიწნებული იყო”, – განაცხადა კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics