|
2019-03-22 13:58:15, 1411 ნახვა
სამართალი
გოცირიძე - ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი
„ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკა მკვეთრად არის გაზრდილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელისუფლების ქმედებებია. „ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენს მიერ დასმული შეკითხვის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ. გუშინ, სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ერთი მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ ასე ვთქვათ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისათვის, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში. ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს აგრეთვე საზოგადოებაში განმტკიცებული კრიმინალური მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევების მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს, იბარებენ ყოფილ მინისტრებსაც კი. როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი. სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. 2017 წელს ხომ გქონდათ კარგი აღრიცხვიანობა? მაშინ რატომ გაორმაგდა თითქმის ყველა სახის დანაშაული 2018 წელს? მძიმე დანაშაულები გაორმაგდა - ჯანმრთელობის დანაშაული 96%-ით გაიზრდა 2017 წელთან შეადრებით, ქურდობა 96 პროცენტით გაიზარდა მხოლოდ ერთ წელიწადში. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ერთ თვეში შეემთხვა ეს, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)