|
2019-03-15 12:53:47, 1536 ნახვა
სამართალი
სუს-ი - ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებულ პირებსა და ამოღებულ იარაღზე ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. „უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი ემსხვეპრლა, ათობით ადამიანი კი, დაჭრილია. პოლიციამ 4 თავდამსხმელი დააკავა. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩაირთო და თავდასხმას გადაიღო. ვიდეო ამ დროისთვის წალილია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)