|
2019-03-14 15:30:50, 1556 ნახვა
სამართალი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საერთაშორისო ორგანიზაციებს, NGO-ებსა და ობუდსმენს ციხეებში მონიტორინგის საშულება ჰქონდათ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს წამებისა პრევენციის კომიტეტს და ადამიანის უფლებების რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, ციხეებში არსებული მდგომარეობის დამოუკიდებლად და შეუფერხებლად შესწავლის საშუალება ჰქონდა. მათივე ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებზე ხელი მიუწვდებოდა აგრეთვე სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს ახორციელებდა და ვიზიტებისას ფოტო-გადაღების ნებართვაც ჰქონდა.
(NS) „წითელი ჯვრის კომიტეტს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე სრული წვდომა ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გარკვეული წვდომა ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში. 2017 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა. ნაკლებად საშიშ პატიმრებსა და იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში იხდიან სასჯელს, კანონი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუნისეფ-თან ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებს დეკემბრისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში განახლდა სასწავლო კურსები დროებითი დაკავების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც დაკავებულთა ტრავმები, მათ შორის ფოტოსურათების გადაღების მეშვეობითაც, უნდა აღერიცხათ. დროებითი დაკავების ორი დაწესებულება გარემონტდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)