|
2019-03-14 11:23:41, 1112 ნახვა
საზოგადოება
სად მიფრინავდნენ ყველაზე ხშირად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - თებერვლის სტატისტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის თებერვლის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე რომია, მესამე ადგილზე კი პრაღა. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასეთია: 1. ვენა 2. რომი 3. პრაღა 4. ათენი 5. მემინგენი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 % მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა (587,643 მგზავრი). რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა. მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)