|
2026-11-12 16:19:23, 242 ნახვა
სამართალი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, დიდუბეში მოკლულ ცოლ-ქმარსა და ბრალდებულს შორის მოლაპრაკებები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათვე ცნობით, შეხვედრა შემთვევის დღესაც გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბიუროს ცნობით, ბრალდებული დღეს, 12 ნოემბერს უნდა გამოესახლებინათ. "ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ". - ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში. 2026 წლის 11 ნოემბერს, საღამოს საათებში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს 60 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მხრიდან ფინანსური/ქონებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
Georgian Airways-მა რუსეთში „ხალიჩების“ გამო ზარალი 8 მილიონ დოლარად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)