|
2026-11-12 16:33:48, 250 ნახვა
საზოგადოება
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება. ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი. შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ. ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)