|
2019-03-07 18:49:16, 1688 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი: რაჭის რეგიონიდან ყურძნის გატანის შეზღუდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის
„2019 წლის რთვლის დროს, რაჭის რეგიონიდან „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშების ყურძნის რეგიონიდან გატანის შეზღუდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის“, -ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლის დროს განაცხადა. მინისტრის თქმით, მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას და ადგილზე გადამუშავებას გულისხმობს. „ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა, რომ ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ სანედლეულო ყურძნის ჯიშების „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ გადამუშავება ადგილზე მომხდარიყო. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობდა 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას და ადგილზე გადამუშავებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო ღვინის საწარმოების საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რათა გაზრდილიყო ადგილზე ტექნიკური შესაძლებლობები. „შედეგად, გაიხსნა რამდენიმე ახალი მარანი, თუმცა ბოლო შეფასებით, ადგილზე არსებულ საწარმოების რესურსი 700 ტონას აღწევს. გასულ წელს რაჭის რეგიონში 1500 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. ამ ფონზე, აღნიშნული სიმძლავრეების გათვალისწინებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პროცესში სირთულეები შეექმნება. ამიტომ, ამაზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ამ თემაზე მუშაობა და დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ეტაპზეც გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





