21:51 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 11:56:22, 1601 ნახვა

რეგიონი
საჯარო რეესტრის რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა.

ვებკამერების საშუალებით განხორციელდება  შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების  მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა.

ამ მიზნით ვებკამერები  საჯარო რეესტრის 35-ივე რეგიონულ ფილიალში განთავსდა. შედეგად შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ მოუწევთ და ისინი ამ მომსახურებას საჯარო რეესტრის რეგიონულ ფილიალებშიც მიიღებენ.

აღნიშნულ უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის  23-ე მუხლში  შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შევიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვიდეოჩანაწერებს შეინახავს და დააარქივებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics