|
2019-03-06 16:23:21, 1453 ნახვა
საზოგადოება
ია კერზაიას შვილი პრეზიდენტს - სად არის თქვენი შვილი, რომ ამბობდა დედა დავუთმე საქართველოსო - დედა მე დავუთმე ქვეყანას
თქვენს ანგარიშში იქნებ გეხსენებინათ ია კერზაია, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას. მისი თქმით, ეს საქმე იქამდე იქნება პრეზიდენტის კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები არ გასამართლდებიან. როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, დედამისი სალომე ზურაბიშვილის ძალდობრივმა საარჩენო კამპანიამ შეიწირა. „ქალბატონო სალომე, თქვენ წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში. ამის თაობაზე გვაქვს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, მათ შორის ია კერზაიას ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. თქვენ დღეს გაქვთ ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში და იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით? საქმემ არ დაგაინტერესათ, ქალურმა სოლიდარობამ მაინც არ არ გაიღვიძა თქვენში? გეკითხათ მაინც ვინ იყო, რა საქმეები უკეთებია, რამდენი თაობა გაუზრდია და რას გრძნობენ ახლა მისი ოჯახის წევრები. არ იყო თქვენი ჩამოსვლა ზუგდიდში გულწრფელი და გიგა ოთხოზორიას სახლში მოსვლა, იას სახლშიც უნდა მისულიყავით. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური დევნა, უბრალოდ როგორც ქალს, რომელსაც პრეზიდენტი პოსტი გიკავიათ, ასეთი ადამიანის გარდაცვალება ოდნავ მაინც არ მიიტანეთ გულთან ახლოს? და ბოლოს, სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი? არ არის ეს სამართალი, არა“, - წერს ბაჩანა შენგელია.
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)