21:51 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 10:42:07, 1696 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა

შუხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, სოფელ ჯუმუშაურში მცხოვრებ 100 წლის ზულეიხ ფუტკარაძეს სტუმრობდა.

მერმა უხუცეს ქალბატონს დედის დღე პირადად მიულოცა. ჯანმრთელობა, მხნეობა, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 ზულეიხ ფუტკარაძეს 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მისი შთამომავლობა 50 -ზე მეტს ითვლის.

დედის დღე მიულოცეს დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ოლადაურში მცხოვრებ 3 შვილის დედას, 78 წლის ქეთო ფუტკარაძეს.

ქალბატონი ქეთო თვითნასწავლი ბებიაქალი იყო და სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics