|
2019-02-22 17:41:25, 980 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია. ვაკის გამგებლის განცხადებით, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ბანერი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ გარკვეულიყო სიტუაცია, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აქ რაიმე სახის მშენებლობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის არანაირი ნებართვა არ აქვს გაცემული. მერს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ სკვერების ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს არის გასხვისებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც კერძო მესაკუთრის და არც მოსახლეობის ინტერესი არ დაირღვეს“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო მოედანი 2006 წელს გასხვისდა, 2015 წლიდან კი ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაშია.
(NS)
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
Georgian Airways-მა რუსეთში „ხალიჩების“ გამო ზარალი 8 მილიონ დოლარად შეაფასა
წითლიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილს - თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)