16:05 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 15:48:16, 270 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილს - თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?

ოპოზიციური პარტიებისთვის დასმული პირველი საერთო კითხვა მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნას შეეხებოდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილს აინტერესებდა, რა შემთხვევაში შეიძლება თანამდებობის პირების ქმედებებზე პასუხისმგებლობა პარტიას დაეკისროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ უპასუხა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხი მისი მიზნებიდან და მოქმედებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მისი თქმით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება პარტიულ საქმიანობას არ ნიშნავს და 2003–2012 წლებში თანამდებობის პირთა უმრავლესობა პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა.

„თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“ - მიმართა მან როინიშვილს.

მოსამართლემ უპასუხა, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და განმარტა, რომ პასუხისმგებლობის გამიჯვნის თეორიული კრიტერიუმები აინტერესებდა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსარჩელე ერთმანეთთან აიგივებს სახელმწიფოსა და პარტიულ მმართველობას, ხოლო ხელისუფლების კრიტიკას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად წარმოაჩენს.

„მმართველი პარტია არ არის სახელმწიფო, ისევე როგორც ოპოზიცია არ არის სახელმწიფოს მოწინააღმდეგე“, - თქვა მან.

სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ იკითხა, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიას მმართველობის პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს და რა იცვლება, თუ უკანონო ქმედებების სისტემურობა და სისტემატურობა დადასტურდება.

ბეჟაშვილმა შესაძლო საფუძვლად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ისიც, რა საფრთხე არსებობს დღეს. მისი თქმით, უნდა გაიმიჯნოს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური და პარტიის კოლექტიური პასუხისმგებლობა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წითლიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილს - თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics