16:15 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 14:09:15, 992 ნახვა

საზოგადოება
ტყის ახალი კოდექსი საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ტყის კოდექსში მოცემული ტყის  მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება.

კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური  ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის  ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.

სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას.

ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წითლიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილს - თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics