22:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 12:45:09, 496 ნახვა

რეგიონი
სოფლის ტიპის დასახლებებში საველე-ღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში  საველე–აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორები ამჟამად  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მუშაობენ.  ისინი ციფრულ ფორმატში,  პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, ერთიანად აღწერენ როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების  პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც მოიცავდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად აქტიური არეალების, მაგისტრალური საავტომობილო გზების, თბილისის და ასევე, ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე  დასახლებული პუნქტების სანავიგაციო მონაცემების აღწერას,   საჯარო რეესტრმა გასულ წელს დაასრულა. სულ ქვეყნის მასშტაბით ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე 93 დასახლებაში და 34 სოფელში აღწერილია საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემი. სულ,  196 621 ობიექტი: მათ შორის, 113 776 ინტერესის ობიექტი, საავტომობილო გზათა ქსელის  18 718კმ., 82 845 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი.

საველე სამუშაოების პარალელურად, შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავება და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ  მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-ს მიაწვდის, რომელიც მონაცემებს ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ-აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში ასახავს.

ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics