|
2018-12-25 13:41:39, 601 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა. ,,სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ სპორტული ტურიზმის განვითარებაა. 2018 წელი რეგიონისთვის მართლაც გამორჩეული იყო. ვამაყობ თითოეული ჩვენი სპორტსმენის წარმატებით, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად უწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. წელს ვუმასპინძლეთ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული მიენიჭა. აღსანიშნავია მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ჯილდო გადაეცათ ნომინაციებში: „წლის სპორტსმენი", „წლის მწვრთნელი", „წლის გუნდი", „წლის დებიუტანტი", „წლის სპორტული ჟურნალისტი", „სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის", „ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქი", „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა".
(NS)
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





