|
2018-12-19 14:54:31, 842 ნახვა
რეგიონი
ბაკურიანში „კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმრო აშენდება
„თიბისი ბანკის“ და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, "GRDC" და „აჭარა ჯგუფი" ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმროს ააშენებს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს სასტუმრო „რუმსში" მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე" ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი „აჭარა ჯგუფის" მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზე დამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. „Rooms Hotel Kokhta" თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta" ბაკურიანში, „კოხტა გორას" ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა. „Rooms Hotel Kokhta" Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. სასტუმრო გააერთიანებს: · არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს; · 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს; · 300 სტუმარზე გათვლილ რესტორანს; · ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით. · საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, RFS-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება, დანარჩენი კი - GRDC-ის და Adjara Group-ის კაპიტალით. "GRDC-თან ერთად და EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი "Rooms Hotel" გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციას და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად," - განაცხადა აჭარა ჯგუფის აღმასრულებულმა დირექტორმა - ვალერი ჩეხერიამ „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის - GRDC-ისა და "აჭარა ჯგუფის" პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში", - განაცხადა თიბის ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - თიბისი ბანკთან, აჭარა ჯგუფთან და GRDC-ისთან - საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად. ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას. ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში. სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
(R)
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)