19:58 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 16:02:15, 680 ნახვა

რეგიონი
სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის   „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა" განხორციელებაში.   ეს ინიციატივა აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესს უწყობს ხელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230 ათას ევროს შეადგენს.

,,დღეს გაეროს განვითარების ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოვაწერეთ ენპარდ 3-ის ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს გახლავთ ათ მილიონი ევროს ღირებულების პროექტი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ სოფლის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე.  ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ პრიორიტეტს ემსახურება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2018-2022 წლებში  ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება სოფლად არაფერმერული ეკონომიკის განვითარებაზე და სოფლის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე.

„სოფლის განვითარება ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ყოველ სოფელს, ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას. ჩვენი ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად აჭარა მიიღებს კომპლექსურ დახმარებას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის რეგიონის ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების გატარებას მისი მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD, ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics