|
2018-12-18 15:00:51, 628 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ხაბელაშვილებს სტუმრობდა
დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ხაბელაშვილებში ბაგა-ბაღის მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები,სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ხაბელაშვილების ბაგა-ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს. დღესვე, შუახევის მერი საკრებულოს წევრთან სულიკო ბოლქვაძესთან ერთად ხაბელაშვილების ალტერნატიულ ბაღს და ხაბელაშვილების სკოლას ეწვია. ბაღში აღსაზრდელების წინა საშობაო ზეიმს დაესწრო და ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად პატარებს საახალწლო ნობათი გადასცა. ხელმძღვანელმა პირმა ხაბელაშვილების სკოლის პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე და კერძოდ, ხაბელაშვილებში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა: "2019 წელს ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი, ხის, კოჭებიან ხიდთან მოეწყობა მისასვლელი გზა და აშენდება ახალი კაპიტალური ხიდი. იქ არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან დაგეგმილია ბილიკების მოწყობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელში ფუნქციონირებს ეთნოგრაფიული მუზეუმი და კულტურის ცენტრთან არსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ინსტრუმენტების დამზადების სახელოსნო, სადაც ინსტრუმენტების შეძენის გარდა, მასტერკლასებში მონაწილეობაც შეიძლება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სოფლად ტურიზმის განვითარებას, მეტი ტურისტის მოზიდვას და ადგილობრივების შემოსავლების ზრდა“,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






