|
2015-01-21 15:05:20, 2590 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექპერტები ხელმეორედ დაათვალიერებენ
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექსპერტები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. მისივე თქმით, მეტი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვაზაგაშვილის ცხედარი ძირფესვიანად უნდა გამოიკვლიონ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც შემთხვევის ადგილი ძირფესვიანად უნდა იყოს შესწავლლი. ასევე გამოკვლეული უნდა იყოს ცხედარი, რადგან მასზე ყველაზე მეტი მტკიცებულებებია, თუ რა მანძილიდან რა დროს და როგორ იქნა იმ ნაღმის თუ ჭურვის აფეთქება. შესაძლებელია, დამატებით დღეს ისევ დათვალიერდეს შემთხვევის ადგილი“, – აღნიშნა ჭკადუამ. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის პარალელურად, დაიწყება მოწმეების ინტენსიური დაკითხვა. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)