|
2015-01-21 11:02:44, 2872 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც დამოუკიდბელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მკვლელობაზე მიუთითებს. "გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად თავისთავად მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს",-აღნიშნა ზაზა ალთუნაშვილმა. მთავარ პროკურატურაში ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ვაზაგაშვილის კუთვნილი მანქანის დალუქვის პროცესს ესწრებიან. შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)