14:00 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 21:34:23, 903 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ნიგაზეულში წყალსადენის მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნიგაზეულში წყალსადენის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

 ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობისთვის 21 კმ-იანი წყალმომარაგების მოწყობითი სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

 მიმდინარე ღონისძიება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინასებით განხორციელდა. სამუშაოებზე 3 247 998 ლარი დაიხარჯა.

 პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,, უნივერსალ ჯორჯია 2008 “ აწარმოებდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა- შედუღებითი სამუშაოები, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი, დამონტაჟდა საფილტრე დანადგარები.

 ამ დროისათვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს წყალსადენის სატესტო რეჟიმში შემოწმება.

 დასრულებული პროექტით ისარგებლებს ორი სოფლის ჩანჩხალოს და ნიგაზეულის 500-ზე მეტი აბონენტი.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics