|
2015-01-21 09:41:00, 2812 ნახვა
სამართალი
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, 18 იანვარს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალზე“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული არტაკ მკრტუმიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კიევის ინტერპოლის მიერ არტაკ მკრტუმიანი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 10 მაისს გამოცხადდა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არტაკ მკრტუმიანმა 2014 წლის 10 მაისს ქალაქ კრივოი როგში ჩხუბის დროს ზურგში დანა ჩაარტყა მოქალაქე ი. რუდიაკს, რითიც მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. უწყების ცნობით, ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)