19:12 - 11 Aug, 2026
|
2015-01-21 09:36:59, 2790 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თამაზ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის, პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უწყების ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)