|
2015-01-20 22:58:57, 2797 ნახვა
სამართალი
გენერალი კალანდაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალ საქმეს კერავს
გენერალი გიგი კალანდაძე "რუსთავი-2" -ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ მასზე პროკურატურა ახალ საქმეს "კერავს". მისი თქმით, მას საქართველოს მოქალაქეობა ჯერჯერობით არ დაუტოვებია და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. თუმცა, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებენ. „სანდო წყაროდან მქონდა ინფორმაცია, რომ ახალი წლების შემდეგ ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ. იბარებდნენ მოწმეებს და ამიტომ ვერ ჩამოვედი მამის გასვენებაში.“ ამასთან გენარალმა ისაუბრა სავარაუდო ანაზღაურებაზე, კალანდაძის განცხადებით, მათთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით. "პირადად მე გეტყვით, რომ ჩემი მეგობარი მეხმარება. სხვა ჯარისკაცებს - ოჯახის წევრები. ჩვენ ვიკვებებით ისევე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები წინა ხაზზე. საბრძოლო მასალასაც უკრაინელები გვაძლევენ," - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)