12:18 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 10:22:02, 592 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: განუზომლად დიდია თქვენი როლი ქვეყნისა და რეგიონის წინსვლის საქმეში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის კულტურის სახლში შეკრებილ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ძალიან დიდია პედაგოგთა როლი ახალი თაობის სწორად აღზრდისა და ხარისხიანი განათლების მიღების საქმეში, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მომავალი.

„განუზომლად დიდია თქვენი როლი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლის, განვითარების საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მეტად საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის. გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს" - აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მილოცვისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რომელიც დაწყებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.

ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პედაგოგებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics