|
2018-09-21 11:07:59, 611 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია-2018“ გაიხსნა
ბათუმი ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას ,,ჯეოანესთეზია-2018" მასპინძლობს. სასტუმრო ,,SHERATON"-ში გამართული გახსნითი ღონისძიება აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამსწრე დელეგატებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტი ილია ნაკაშიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და კონფერენციის სხვა ოფიციალური სტუმრები მიესალმნენ. „ჯეოანესთეზია 2018" მასპინძლობს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან საფრანგეთი, აშშ, საქართველო, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და ა.შ. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ვორქშოფი. კონფერენციაზე განხილული იქნება ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, ტოქსიკოლოგიის, გადაუდებელი მდგომარეობებისა და ზოგადად კრიტიკული მედიცინის თანამედროვე და აქტუალური საკითხები. მსგავსი ფორუმები მიზნად ისახავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოვებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა არამარტო ანესთეზიოლოგიისა და ზოგადად –კრიტიკული მედიცინის, როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი მედიცინის დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ მეანობაში, პულმონოლოგიასა და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვისაც. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პროფესორ ილია ნაკაშიძის მიერ. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)