13:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 18:56:03, 868 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ხვალ ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

21 სექტემბერს, 09:00 საათზე, “ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირი”, ბათუმში, სასტუმრო “SHERATON” -ში ატარებს ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას - „ჯეოანესთეზია 2018“.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკლოგთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის მთავრობა.

კონფერენცია აკრედიტირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები (15 კრედიტ–ქულით). კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი ვორქშოპი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციას დაესწრება ხუთასამდე დელეგატი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ანესთეზიოლოგია–ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2016“, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპიკერები 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და გამოითქვა სურვილი – ჯეოანესთეზიამ მიიღოს პერმანენტული ხასიათი.

მსგავსი ფორუმები მიზნად ისახავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოვებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა არამარტო ანესთეზიოლოგიისა და ზოგადად – კრიტიკული მედიცინის, როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი მედიცინის დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ მეანობაში, პულმონოლოგიასა და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვისაც.

კონფერენცია დასრულდება 23 სექტემბერს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics