|
2018-08-31 11:24:32, 587 ნახვა
რეგიონი
„თიბისი ბანკმა“ ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა
თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლა. ახალციხის ერთდღიან ფორუმზე აგროსექტორით დაინტრესებულ პირებს დარგის ექსპერტებმა მეცხოველეობის, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაუზიარეს უახლესი ინფორმაცია. „რეგიონალური აგროფორუმების მიზანია ფერმერებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მივცეთ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ახალციხეშიც ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ფერმერებთან", - შოთა გონგლაძე, თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი. "ყოველთვის ვცდილობ დავესწრო ფორუმებსა და ტრენინგებს და ის ინფორმაცია, რასაც მსგავსი ტიპის შეხვედრებზე მივიღებ, საკუთარი ბიზნესის უკეთესად მართვაში გამოვიყენო. თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ფორუმი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. შეხვედრაზე დარგის ექსპერტებისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ჩემს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე", - გიორგი გელაშვილი, ფერმერი. სამცხე-ჯავახეთის შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმი უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ფორუმზე დასწრება თავისუფალია, თემები კი რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიცვლება. რეგიონალური აგროფორუმები იმ პროექტების ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია ახორციელებს. მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს.
(NS)
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





