22:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 14:44:53, 1956 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა

ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას ამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გამოავლინა მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კვლავ მაღალია ეკონომიკური რისკები. 

„სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა.  რეიტინგში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ: ბიზნესგარემო, რომელიც  სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, არის  პოზიტიური  და საქართველო ამ მხრივ არის გამოკვეთილი ქვეყანა „BB"  რეიტინგის ქვეყნებს შორის.  ასევე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებადი ტენდენცია, რაზეც მიუთითებს სარეიტინგო კომპანია. Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგში პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება, ასახავს სარეიტინგო კომპანიის მხრიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. 

მისი თქმით, სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ფისკალური დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს ვალის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალია სახელმწიფო ფინანსების მართვის ხარისხი და ეს მიმართულება განაგრძობს გაუმჯობესებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკონომიკურმა აღმავლობამ, ხელი შეუწყო საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რამაც მიმდინარე ხარჯების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას საშუალება მისცა განეხორციელებინა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.

„საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. საკრედიტო რეიტინგებში შემდგომი წინსვლა, არის მთავრობის მიზანი და სამთავრობო პროგრამის  მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს და დაგეგმილია მთავრობის მიერ, ემსახურება ამ მიზნის მიღწევას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics